2026-05-06 11:47:54
საქართველოში 6 მაისს შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა და ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
7 მაისიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა ინება: 7 მაისი + 23 °C, 8 მაისი+ 21 °C, 9 მაისი + 24 °C, 10 მაისი + 25 °C.