2026-05-01 11:35:49
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ სცემეს.
ინფორმაციას პოლონეთის პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქე და მასთან 2 თანმხლები პირი ქუჩაში ერთად გადაადგილდებოდა და ალკოჰოლს მოიხმარდნენ. კაცებს შორის სიტყვიერი დაპირისირება დაიწყო და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქართველი ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158 3 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს ამჟამად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" გარდაცვლილის დედაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმაში არა 2, არამედ 8 პირი მონაწილეობდა. დედა მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად არ ასახავს მომხდარს.