2026-04-27 13:35:34
რუსთავში 2019 წელს მე-5 სკოლაში მომხდარი ინციდენტის დროს, ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის, ნინო მაჭარაშვილის მიერ ამავე სკოლის მოსწავლის, ანი მოსიაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
კერძოდ, ნინო მაჭარაშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" სიუჟეტში ანი მოსიაშვილის შესახებ განაცხადა, რომ:"შედის ტვალეტში, ბიჭების ტვალეტში, ემუქრება დანით. შარშან იყო ისეთი შემთხვევა, რომ გაუკაწრია დანით. ბავშვებს ემუქრება, აშინებს და ეუბნება, ხვალ მომიტან ფულს. აძალებს ბავშვებს რომ ფული მოუტანონ და ბავშვებს მოაქვთ ფული".
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 7 წლიანი საქმისწარმოების შემდეგ დაადგინა, აღნიშნული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს და შეიცავს მცდარ ფაქტს.