როგორი ამინდია რუსთავში მოსალოდნელი 23-24 აპრილს

2026-04-22 12:33:51

რუსთავში მოსალოდნელია ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი. მაქსიმალური ტემპერატურა +16 გრადუსი, მინიმალური +5.

მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

"23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)";-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.