რუსთავში აბონენტების ნაწილს დენი 5 საათით გაეთიშება

2026-04-20 19:17:21

რუსთავში აბონენტების ნაწილს დენი 5 საათით გაეთიშება.

ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

"ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს",- ნათქვამია განცხადებაში.