გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს

2026-04-16 11:12:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გაუპატიურების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1996 წელს დაბადებულ ვ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.