რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში 4 ადამიანი დაიღუპა 100-მე კი დაშავდა

2026-05-24 19:14:47

გასულ ღამეს რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად კიევში 4 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.

ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.

თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებითა და შაჰიდებით განხორციელდა.
დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში "X"-ზე განცხადებას ავრცელებს:
"მადლობელი ვარ ჩვენი ყველა სამსახურის, რომელიც ამ დროისთვის რუსეთის ღამის დარტყმების ადგილებზე მუშაობს: საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფების, ეროვნული პოლიციისა და მუნიციპალური სამსახურების. თავდასხმის მასშტაბებისა და მისი შედეგების გათვალისწინებით, თითოეული მათგანი მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედებს: მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოთხი, სამწუხაროდ, დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. მხოლოდ კიევში 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ან განადგურდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი მხარს უჭერს ერთმანეთს. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც დაზარალებულებს ეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა თანაგრძნობის სიტყვებს გამოხატავს. თუმცა, ასევე საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად – რაკეტების მიწოდება არცერთი დღით არ უნდა შეწყდეს",- წერს ზელენსკი.