2026-04-07 11:34:14
სააღდგომო დღეებში 11, 12 და 13 აპრილს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ განუცხადა, 12 და 13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით არსებულ მარშრუტს კიდევ ორი დაემატება.
მისი თქმით, მოქალაქეების გადაყვანა სასაფლაოების მიმართულებით ოთხი ლოკაციიდან მოხდება: თამარ მეფის მოედანი, მე-12 მკ/რ, მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ და ჭყონდიდლის ადმინისტრაციული ერთეულიდან.