რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ხიდიდან მოზარდი გადმოვარდა

2026-03-26 18:28:51

რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ხიდიდან მოზარდი გადმოვარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა მაგისტრალის რუსთავი-ფონიჭალის მონაკვეთზე მოხდა.

დაშავებული მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც და მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.