2026-03-22 00:47:38
მოკლული ქალი სარფში სასაფლაოზე დამარხული იპოვეს. ინფორმაცია „აჭარა თაიმსს“ ადგილობრივებმა მიაწოდეს. მათი თქმით, ცხედარი არსებული საფლავის ზედაპირზე იყო დამარხული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც ცხედარი ამოასვენეს.
ფაქტს „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ადასტურებს ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელი სარფის ადმინისტრაციულ ერთეულში.
„რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი, იყვნენ გამომძიებლები, ქალი დამარხული იყო. ადგილზე არავინ მიგვიშვა, მეტი დეტალი არ ვიცი,“ – განაცხადა მერის წარმომადგენელმა.
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, მკვლელობა სავარაუდოდ გონიოს ტერიტორიაზე მოხდა.
წყარო: აჭარა თაიმსს