მშობიარობის შემდგომ გართულებით ახალგაზრდა გოგო გარდაიცავალა

2026-03-13 11:18:11

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა გოგომ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა. რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.