2026-03-11 18:50:55
რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის გზების მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრიაცია გამოცხადდა.
ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან დასაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების დამატებითი ექსპროპრიაცია გამოაცხადა.
ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და მის თანახმად, 1 737 კვადრატული მეტრის და 1 457 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთების იძულებით გამოსყიდვა მოხდება.
სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტის მიხედვით, აშენდება 61.3 კმ, 4-ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.
ახალი მაგისტრალის მშენებლობას EIB 250 მილიონი ევროს კრედიტით აფინანსებს.