ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ავტობანზე

2026-03-02 20:48:32

რუსთავის გასასვლელში, ავტობანზე ავარია მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.