სალომე აბურჯანიამ ირლანდიის უნივერსიტეტში სწავლისთვის 100%-იანი დაფინანსება მიიღო

2026-02-27 17:46:46

რუსთაველმა, სალომე აბურჯანიამ  ირლანდიის წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის 100%-იანი დაფინანსება მიიღო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას, რუსთავის მე-15-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ განაცხადა, რომ მეათე კლასიდან დუბლინში საცხოვრებლად გადავიდა და იქ განაგრძო  სწავლა. სალომე ირლანდიის მოწინავე უნივერსიტეტში Trinity College - ში ჩაირიცხა, 100%-იანი დაფინანსებით და სტუდენტური სტიპენდიით. იგი სწავლას ბიზნეს სამართლის განხრით გააგრძელებს.

ჩავაბარე მისაღები გამოცდები და შემდეგ, გავიარე 1 წლიანი კურსი Cathal Brugha college-ში. სადაც შევისწავლე ბიზნესი, კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოვხვდი ირლანდიის N1 უნივერისტეტში",- განაცხადა სალომემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას.