2026-02-26 11:43:28
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 1 დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პაციენტი ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული.