2026-02-24 11:37:00
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"პოლიციამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული რ.ა. დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.