რუსთავში პოლიციამ ახალგაზრდა ქალი დააკავა

2026-02-19 00:26:05

რუსთავში პოლიციამ ახალგაზრდა ქალი დააკავა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქალმა 10-მდე მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ძვირადღირებული პროდუქტი მოიპარა და შედარებით დაბალ ფასში გაყიდა.

არსებული ინფორმაციით 25 წლამდე ქალი სამართალდამცავებმა ლეონიძის ქუჩაზე დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.