რა ეტაპზე რუსთავში კინოთეატრისა და ბოულინგ ცენტრის მოწყობის სამუშაოები

2026-01-17 12:37:22

რუსთავში კინოთეატრისა და ბოულინგ ცენტრის გახსნის თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" "რუსთაველი მოლში" განუცხადეს, კინოთეატრისა და ბოულინგ ცენტრის მოსაწყობად სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, შეკვეთილია საჭირო აპარატურა და მოწყობილობებიც. მათი თქმით, ნაწილი ჩამოსულია, თუმცა მეორე ნაწილს გარკვეული დრო სჭირდება, რის გამოც კინოთეატრისა და ბოულინგ ცენტრის გახსნის თარიღმა გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის ბოლოსკენ გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ახლადგახსნილ მოლში იგეგმება კავეას კინოთეატრის გახსნა, სადაც საპრემიერო და 2 მცირე დარბაზი იქნება წარმოდგენილი. დიდი დარბაზი 150, მცირეები კი 70-70 ადამიანზე იქნება გათვლილი.