2026-02-16 14:48:37
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლზე მგზავრმა ფიზიკურად იძალადა. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.
მძღოლის განმარტებით, კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩერებიდან მოძრაობის გაგრძელებას აპირებდა. მისი თქმით, რამდენიმე მოქალაქემ ავტობუსის კარის გახსნა ხელახლა მოითხოვა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაშავებულია მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული.