2026-02-16 12:13:02
რუსთავში ნარჩენების ღია წესით დაწვისთვის 2 მოქალაქე დააჯარიმეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარემოსდაცვით ზედამხედველობაში განუცხადეს, ერთი შემთხვევა მშენებელთა ქუჩის მიმდებარედ დაფიქსირდა, სადაც მოქალაქე ღია წესით წვავდა ელასტომერულ ნარჩენს, ხოლო მეორე შემთხვევაში მე-11 მიკრორაიონში მოქალაქე საბურავებს წვავდა.
ზედამხედველობამ მოქალაქეები 1500 ლარით დააჯარიმა.