რუსთავში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2026-02-15 16:43:33

რუსთავში ელ. ენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.

მათი ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს 11:58 საათიდან 12:00 საათამდე ელექტრო ენერგია რამდენიმე ქუჩას შეეზღუდება.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ჩამოთვლილ ქუჩებზე:
რჩეულიშვილის, გიორგაძის, ნეკრასოვი, ტოლსტოის, გრანელის, სამშვილიდის, ზედგენიძის, ბერიტაშვილი, ბელიაშვილი,გოგოლის, მცხეთის, ბარნოვის, გ. ჯავახიშვილის.