რუსთავში ავარიის დროს 4 ავტომობილი დაიმტვრა [video]

2026-02-10 14:08:28

რუსთავის ავტობაზრობაზე ავარია მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტესტირების დროს ერთმანეთს რამდენიმე მსუბიქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ავტომობილი დაიმტვრა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა არავინ დაშავებულა.

ავარიის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.