2026-02-09 00:30:45
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით წალენჯიხა-ჯვარის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ავარიის დროს 33 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ასევე დაშავდა 2 ადამიანი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.