იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2026-02-08 12:42:21

იტალიის ქალაქ ფროზინონეში სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 45 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფრმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქე სამართალდამცველებმა მაშინ შენიშნეს, როცა ის კიდევ ერთ პირთან ერთად, მოპარული ნივთებით  საცხოვრებელი სახლის დატოვებას ცდილობდა. 
ქურდებმა ტერიტორიიდან მიმალვა სცადეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი იტალიის სამართალდამცველებმა მაინც დააკავეს.

დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ქურდებს აღმოუჩინეს მოპარული ოქროს სამკაულები, საათები, პლანშეტები, საკოლექციო მონეტები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომელიც პატრონებს დაუბრუნდათ.