გარდაბანში შუა ხნის კაცმა ახალგაზრდა ცოლი მოკლა

2026-02-05 21:40:08

გარდაბანში შუა ხნის კაცმა ახალგაზრდა ცოლი მოკლა. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 კაცი 30 წლამდე ცოლთან ერთად მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რომელი კარადა ეყიდათ, რის გამოც კონფლიქტი დაიწყო, რა დროსაც მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება “ სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.