8 ობიექტში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები

2026-02-04 13:18:52

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ  საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.  
 მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13  კვების ობიექტის სამზარეულოში. 

სხვადასხვა  სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის  დარღვევა.  
 ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. 
ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა  ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული  სავალდებულო მოთხოვნები.