2026-02-03 18:39:20
რუსთავში ელ. ენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.
მათი ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 თებერვალს 02:00 საათიდან 02:30 საათამდე ელექტრო ენერგია 2800-მდე აბონენტს შეეზღუდება.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ჩამოთვლილ ქუჩებზე:
მეგობრობის, 9 ძ/ხერხეულიძის, შევჩენკოს, კლდიაშვილის, ლერმონტოვის, გურამიშვილის, კიკვიძის, თავგორაშვილის, მარჯანიშვილის, კ.თავგორაშვილის, კულტურისა და დასვენების პარკი, ახალგაზრდული პარკის მ/ტ.