2026-02-02 18:06:47
მარნეული-საიმერლოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით მიმდინარებს გამოძიება.
ფოტო: 24 news