აჭარაში ქალის ცხედარი იპოვეს

2026-01-26 22:51:14

ხელვაჩაურში,სოფელ სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი გარდაცვლილ იპოვეს. ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს.

არსებული ინოფრმაციით მომხდართან დაკავშირებით ამ წუთებში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია, აქვს თუ არა გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება.
მომხდართან დაკავშირებით  „ინფო რუსთავი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.