რუსთავში ხანძრის დროს სახლი სრულად დაიწვა

2026-01-20 19:03:33

რუსთავში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი კონსტიტუციის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ხანძრის დროს სრულად დაიწვა.

ცეცხლის გაჩენის დროს სახლში ასაკოვანი ქალი და არასრულწლოვანი ბავშვი იყო, თუმცა მალევე მოახერხეს მათი გამოყვანა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.