2026-01-17 17:35:45
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგონა ემსხვერპლა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ.
ნინი მამარდაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის ავარიაში მოყვა და დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული. რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.