რუსთავი-მარტყოფის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

2026-01-08 14:54:58

რუსთავი-მარტყოფის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მძღოლი, აზერბაიჯანის მოქალაქე ადგილზევე დაიღუპა, მეორე მძღოლმა, საქართველოს მოქალაქემ დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.