2025-12-28 11:56:23
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი 25 დეკემბერს განვითარდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
„ბათუმელები“ ესაუბრა სოფელში შუახევის მერის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ მეწყრის შესახებ ინფორმირებულია შუახევის მერია და სოფელში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ – არსებული მონაცემებით 14 ოჯახი გააფრთხილეს, დატოვონ საცხოვრებელი სახლი მოსალოდნელი საფრთხის გამო.
შუახევში, ისევე როგორც აჭარის ბევრ მაღალმთიან სოფელში, დღეს, 28 დეკემბერს, თოვს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალოა.