იტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2025-12-27 11:34:46

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.- ინფორმაციას იტალიური მედია BS news ავრცელებს.

იტალიაში, ბრეშაში პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 
დაკავებულები 31 და 32 წლის არალეგალური იმიგრანტი აღმოჩნდნენ.

ბრალდებულები ერთ-ერთი მაღაზიის ქურდობის შემდეგ დააკავეს. 
ისისნი 75 შეკვრა კოსმეტიკის მოპარვას ცდილობდნენ როდესაც მაღაზიის მომსახურე პერსონალმა გააჩერა და პროდუქციის უკან დაბრუნება სთხოვა, მათ გაქცევა სცადეს. პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და მაღაზიის მენეჯერსა და დაცვის თანამშრომელს ჩვენებები ჩამოართვა.
ბრალდებულების მანქანის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ აღმოაჩინა ჩანთა რომელშიც  188 კოსმეტიკური საშუალებების შეკვრა იყო. 31 წლის მამაკაცს ყალბი ქართული მართვის მოწმობა ჰქონდა, რომელიც დაუყოვნებლივ ჩამოართვეს.

გამოძიების შედეგად, ორი მამაკაცი ქურდობის შეთქმულებისა და მოპარული ნივთების მიღების ბრალდებით დააპატიმრეს და დაადეპორტებენ საქართველოში.