2025-12-24 14:49:35
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, ხაშურში იმერეთის ქუჩაზე მოხდა.
ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა