რუსთავში ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა [video]

2025-12-21 19:41:51

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გმირთა მემორიალთან ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულები იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.