რა ღირს საახალწლო ნაძვის ხეები და განათებები

2025-12-21 13:17:58

ქვეყნის მასშტაბით ოჯახების დიდ ნაწილში საახალწლო ნაძვის ხეები უკვე მორთულია, თუმცა ბაზრობებსა და მაღაზიებში მაინც დიდ რიგებს შეამჩნევთ ნაძვის ხეებისა და მისი დეკორაციების დახლებთან.

წლიდან წლამდე თვალშისაცემია, როგორ იზრდება ფასები ნაძვის ხეებსა და მის დეკორაციებზე. ფასი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ხარისხზეც.

მაგალითად ყველაზე იაფიან ნაძვის ხეს, რომლის სიმაღლეც 1,5 მეტრია, 39 ლარადაც შეძლებთ, თუმცა რაც უფრო იზრდება ნაძვის ხის სიმაღლე და ხარისხი, პირდაპირ პროპორციულად იზრდება მისი ფასიც.

საშუალო ხარისხის 1,8-2,4 მეტრის ნაძვის ხეების ფასი სხვადასხვა მაღაზიასა თუ ონლაინ მაღაზიაში 200 ლარიდან იწყება და 500-600 ლარამდე მერყეობს. წინასაახალწლო ფასდაკლებების დროს კი, შესაძლოა, უფრო დაბალ ფასშიც შეიძინოთ.

არის ნაძვის ხეები, რომელთა ღირებულებაც 800-დან 2000 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება დეკორაციებსა და განათებებს, ბოლო რამდენიმე წელია ტრენდულია წერტილოვანი განათებებითა და მინიმალისტური სათამაშოებით მორთული ნაძვის ხეები.

წერტილოვანი განათებების ფასები დამოკიდებულია მის სიგრძეზე.

ფასები კი 50 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე ადის. 

სათამაშოების ფასები კი თითოს დასი საშუალოდ 1 ლარიდან იწყება და შესაძლოა 20-25 ლარამდეც ავიდეს. ფასები, ამ შემთხვევაშიც, დამოკიდებულია სათამაშოს ფორმაზე და ხარისხზე.