ქათმის გაყინული ხორცი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული იყო

2025-12-19 16:03:18

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, "სარფი"  და "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა",  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეჩერებული იქნა  50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება.  ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა  ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება. 
პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.