რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა

2025-12-17 18:54:23

რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულზე, ბინაში ბუნებრივი აირი დაგროვდა. სახლში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად მისულმა მუშამ სანთებელა აანთო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

კლინიკაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა სოკარ გაზ ჯორჯიას ჯგუფიც.