ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2025-12-16 18:46:38

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ "მთავარი ამბები კახეთიდან" გაავრცელა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქალს რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით გადაადგილების დროს დაეჯახა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.