2025-12-16 11:44:05
თბილისში პოლიციალმა ხანძრის დროს რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე თინათინ ლალიაშვილი პოსტს ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად ხანძარი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა, რომელიც ახლოს მყოფმა საპატრულო ეკიპაჟმა შენიშნა და საშველად მივიდა.
"გუშინ, გამთენიისას, დაახლოებით ღამის 4 საათზე მეზობლის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ჩვენ იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და ერთ სახლში გაჩენილი ნაპერწკალი ყველას სახლში გაჩენილი ცეცხლია... ზუსტად მაგ დროს, ჩვენდა ბედად პატრულის თანამშრომელს დაუნახავს ეს ,,აბრდღვიალებული" სახლი ბარათაშვილის ქუჩიდან და მოსაშველებლად წამოვიდა...ის ქალი, ვის სახლშიც ცეცხლი გაჩნდა და დანარჩენი მოსახლეობაც იმ პატრულის თანამშრომელმა გვიხსნა...არ ვიცი ვინ ხარ შენ მადლიანო, კარგო ადამიანო, მაგრამ მინდა ასე საჯაროდ მაინც გითხრა მადლობა... შენ რომ არა, მარტო ჩემი ოჯახიდან, 4 ზრდასრული და 2 პატარა დღეს აღარ ვიქნებიდით... ეზოში ღრიალით შემოვარდა და წიხლით ამტვრევდა ყველა სახლის კარს, იმ დროს როცა ყველას ღრმა ძილით გვეძინა... ფანჯრიდან რომ გადავიხედე, გამწარებული ღრიალებდა არავინ მითხრას მის საქმეს ასრულებდაო! არა, მისი გამწარებული ხმა ახლაც მესმის ყურებში. ალბათ, ძალიან ცოტა ხანი, სულ რაღაც ნახევარი საათი და დღეს არც ერთი აღარ ვიქნებოდით...მადლობა შენ ადამიანო და ღმერთმა დაგლოცოს ამდენი სიცოცხლის გადარჩენისთვის",- წერს ადგილობრივი თინათინ ლალიაშვილი.