რუსთავი-თბილისის ავტობანის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

2025-12-09 19:12:14

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ს-4 საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა/მოდერნიზაციის სამუშაოებზე გამოცხადებულ 113 მილიონიანი ელექტრონული ტენდერი ჩავარდა.

ტენდერი 17 ოქტომბერს გამოცხადდა და როგორც ელექტრონული შესყიდვების საიტზე ვკითხულობთ,  მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრენტედენტმა, თურქულმა კომპანია YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ-მ მიიღო.

ტენდერის ჩავარდნის მიზეზად კი მონაწილე კომპანიის ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაციაა.

შეგახსენებთ, რომ ტენდერის მიხედვით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უნდა მოწყობილიყო ერთდონიანი კვანძი ადგილობრივი მოძრაობის დასარეგულირებლად. ასევე 7 ახალი სახიდე გადასასვლელი: ხუთი 15 მეტრიანი, ერთი 211 მეტრიანი და ერთიც 170 მეტრიანი.