როდის გაიხსნება რუსთავში ახალი მოლი და რა მაღაზიები იქნება წარმოდგენილი

2025-12-08 18:16:16

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ახალი სავაჭრო ცენტრი 23 დეკემბერს გაიხსნება. 

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დეველოპერულ კომპანია "რუსთაველში" განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, "რუსთაველი მოლში" პირველ ეტაპზე 5 მაღაზია იქნება წარმოდგენილი: მადამ კოკო, მინისო, სილვერ სთორი, ალკორიუმი და კონტაქტი.

იანვრიდან კი ამ ჩამონათვალს დაემატება: ბიბლუსი პეპელასთან ერთად, ტანსაცმლის ბრენდი სინსეი, კაფე Darling, ლუმიერსი, თოლია და სწრაფი კვების ობიექტი CTR Chicken-ი.

როგორც კომპანიაში გვითხრეს, მოლის ოფიციალური გახსნა თებერვალში იგეგმება.