იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა

2010-12-08 14:23:09

იმერეთში 14 წლის მოზარდი დედა გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია  "ინფო იმერეთი"  ავრცელებს.

"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაკავებული არის 2 პირი და მომხდარზე გამოძიება140-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. 

ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. 

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩართულია არასრულწლოვანის საქმეში შეტყობინებისთანავე.