რუსთავში საგანგაშოდ დაბინძურებული ჰაერია

2025-12-08 12:59:30

8 დეკემბერს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში საგანგაშოდ დაბინძურებული ჰაერია.
ჰაერის გაწმენდისა და დაბინძურების დაბალ დონეზე ჩამოსვლის შემდეგ, რუსთავის ჰაერში ისევ მოიმატა მტვრის მყარე ნაწილაკების ჯერადობამ.

05 დეკემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. 

ჰაერის ხარისხის პორტალზე, რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები, 8 დეკემბერს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 55.83 მკგ/მ3, , PM10-მაჩვენებელი 70.13კგ /მ3, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 64.47 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 55.83მკგ/მ3

რეკომენდირებულია პირბადის ტარება. მოერიდეთ გარე აქტივობას.