კრეტას სანაპიროზე უბედურ შემთხვევას 17 ემიგრანტი ემსხვერპლა

2025-12-07 13:29:51

საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან დაზიანებული ნავი იპოვეს, რომელშიც 17 ახალგაზრდა ემიგრანტის ცხედარი იყო.

ჩაძირული ნავი სანაპიროდან 48 კმ-ში იპოვეს, აგრეთვე იპოვეს 17 მიგრანტის ცხედარი.

ამის შესახებ ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი წერს.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ორი გადარჩენილი, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულია, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ათენის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ნავი თურქულმა სატვირთო გემმა შენიშნა, რომელმაც საჭირო სამსახურებს შეატყობინა. საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ადგილზე ორი გემი გაგზავნა.