2025-12-05 17:34:28
რუსთავში ხანძარს ადამიანი ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ფიროსმანის ქუჩაზე, მიკროავტობუსების სადგურზე მდებარე შენობაში ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ელექტრო გამათბობელი გახდა.
შემთხვევის დროს, ოთახში იმყოფებოდა 74 წლის მამაკაცი, რომელმაც შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო ჯგუფები.