რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა [video]

2025-12-04 12:53:21

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, არხში გადავარდა, რის შემდეგაც ჰაერში სამჯერ დატრიალდა და მიწაზე დაეცა.

შემთხვევის დროს 3 ახალგაზრდა ქალი დაშავდა.

2 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, ერთი კი ცენტრალურ საავადმყოფოში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.