სად იზღუდება ავტომობილების გადაადგგილება

2025-12-03 15:58:17

 მდ. არაგვის ხიდზე 10 დღის განმავლობაში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს: 
 "საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (თბილისი-სენაკის მიმართულება), დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2025 წლის 2 დეკემბრის 11:00 სთ-დან, 10 დღის განმავლობაში ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა"