დაკავებულია 3 პირი

2025-12-03 12:01:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი:

1979 წელს დაბადებული მ.ლ.-ს; 1995 წელს დაბადებული დ.დ.-ს და 2001 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს. 
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.